18/11/2021
11:36
პოლიტიკა
„არ ვიცი, რას გულისხმობდა საქართველოს პრეზიდენტი, შემიძლია, მხოლოდ ვივარაუდო, რომ ის გულისხმობდა მიხეილ სააკაშვილის ექსპრეზიდენტის სტატუსს. სხვა მხრივ, ეს პატიმარი, რა თქმა უნდა, ზუსტად ისეთივე პატიმარია, როგორიც ნებისმიერი სხვა.
მინდა, კიდევ ერთხელ ყველა იმ პატიმარს, რომელიც დღეს საპატიმროში შიმშილობს, მოვუწოდო შიმშილობის შეწყვეტისაკენ, რადგან ეს არის პროტესტის ფორმა, რომელიც სერიოზულად აზიანებს ჯანმრთელობას. არ ვიცი, რამდენია მათი რიცხვი, ჩემი მინისტრობისას რაოდენობა მერყეობდა საშუალოდ 20-25-ის ფარგლებში. მინდა, ყველას მოვუწოდო, თუკი პროტესტის გრძნობა გვაქვს, ეს პროტესტი გამოვხატოთ სხვა ფორმით და არა ჩვენი შვილების, ოჯახის წევრების ნერვიულობის ფასად და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, მსაჯავრდებულ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადა: “კანონის წინაშე ყველა ერთია, მაგრამ სასჯელის აღსრულების დროს და ციხეში მყოფი, ექსპრეზიდენტი არ არის და ვერ იქნება რიგითი პატიმარი. იგი განსაკუთრებული პატიმარია, რამეთუ ყველა – ჩვენი საზოგადოება, ისევე როგორც , საერთაშორისო თანამეგობრობა, აკვირდება მის მდგომარეობას და მოითხოვს უმაღლესი სტანდარტების შესრულებას. ჩვენი ქვეყნის სახე იმაში გამოიხატება, თუ როგორ მოვეპყრობით მას, და თუ როგორ იქნება დაცული მისი ღირსება, ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”.
0
0