03/10/2024
11:46
მსოფლიო
მექსიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მიგრანტთა ჯგუფს, რის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, 33 მიგრანტი იმყოფებოდა სატვირთო ავტომობილში, რომელიც სამხედრო პატრულისთვის თავის არიდებას ცდილობდა. ინციდენტი ჩიაპასის შტატში, გვატემალის საზღვართან ახლოს მოხდა.
მექსიკის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ სატვირთო ავტომობილში იმყოფებოდნენ მიგრანტები ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბადან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან. გარდაცვლილთა ეროვნება უცნობია, მაგრამ უწყებაში განმარტავენ, რომ შესაბამის საელჩოებს დაუკავშირდებიან.
სამინისტროში აცხადებენ, რომ ვალდებული არიან იმოქმედონ „კანონის უზენაესობის მკაცრი დაცვით, ნულოვანი დაუსჯელობის პოლიტიკის პირობებში და მზად არიან დაეხმარონ სამოქალაქო ხელისუფლებას ფაქტებისთვის ნათელის მოფენაში“.
0
0