მეფე ჩარლზი საგანგებო განცხადებას ავრცელებს
08/09/2022
21:28
მსოფლიო
A-
+A
ელისაბედ მეორის შვილი და გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფე დედის გარდაცვალებას საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა.
მისი თქმით, ელისაბედ მეორეს გარდაცვალება მისთვის და სამეფო ოჯახის ყველა წევრისთვის უდიდესი მწუხარების მომენტია.
„მე ვიცი, რომ ამ დანაკარგს განიცდიან მთელ ქვეყანაში და უამრავი ადამიანი მთელ მსოფლიოში. გლოვისა და ცვლილების ამ პერიოდში, ჩვენს ოჯახს და მე ნუგეშსა და მხარდაჭერას მაძლევს იმ პატივისცემისა და დიდი სიყვარულის ცოდნა, რომლითაც დედოფალი სარგებლობდა“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს ახალი მეფის, ჩარლზის სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში შოტლანდიაში 8 სექტემბერს გარდაიცვალა.
0
0
368
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%