მედიის ცნობით, ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით შარლ მიშელს ესაუბრა
13/09/2022
12:01
მსოფლიო
A-
+A
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტელეფონით ესაუბრა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ აცნობა. ამის შესახებ სომხური მედია წერს.
„ნიუს ამის“ ცნობით, შარლ მიშელმა სომხეთის მთავრობის მეთაურთან საუბრისას ყურადღება გაამახვილა სტაბილურობისა და მშვიდობის მნიშვნელობაზე და მზადყოფნა გამოთქვა, ძალისხმევა გასწიოს, რათა სიტუაციის შემდგომი ესკალაცია თავიდან იყოს აცილებული.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები შუაღამისას დაიწყო და მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მხარეები ესკალაციაზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
0
0
276
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%