07/05/2023
17:26
კულტურა
თბილისში, წერეთელზე მიმდინარე სარეაბილატიო სამუშაოების დროს აღმოჩენილი სამარხები სპეციალისტების დასკვნით, წარმოადგენს მე-19 საუკუნის აკლდამებს. როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, არქეოლოგი გოდერძი ნარიმანიშვილი აცხადებს, აღმოჩენა საკმაოდ საინტერესო ჩანს.
მისი თქმით, ახლა აუცილებელია მოხდეს იდენტიფიცირება, თუ ვის ეკუთვნოდა აღმოჩენილი სამარხები, რომლებიც, ერთი შეხედვით, მდიდრული ჩანსს.
"ეს არის მე-19 საუკუნის მდიდრული აკლდამები. კონკრეტულად ვის ეკუთვნოდა თითოეული, ამის თქმა შესაძლებელი იქნება აღმოჩენილი ნივთების მიხედვით. ახლა მთავარია რომ ეს ყველაფერი შესწავლილი იყოს ისე როგორც საჭიროა, ყველა წესის დაცვით, დოკუმენტირება მოხდეს.
საინტერესო აღმოჩენა ჩანს. ეს ხომ ჩვენი ქალაქის ისტორიაა, თანაც დიდუბის პანთეონში, ზოგადად, ცნობილი ადამიანები იკრძლებოდნენ. მდიდრული სამარხები ჩანს. ეტყობა, რომ შეძლებული ხალხია იქ დაკრძლული და პატივია მიგებუი. იმედია, რომ მოინახება ადგილი, სადაც მათი გადატანა მოხდება იდენტიფიცირების შემდეგ.
ზოგადად, ცნობილი იყო, რომ დიდუბის პანთეონის ადგილზე გაიარა გზამ და გაუქმდა სასაფლაოს ნაწილი. თბილისში ბევრია ასეთი გაუქმებული სასაფლაოს ადგილები, სადაც ზოგან გზა გაიყვანეს, ზოგან ბაღი აშენდა და ა.შ. ჩემი ინფორმაციით, იქ არიან მივლინებულია ხალხი და არქოლოგიური მუშაობა მიმდინარეობს." - აცხადებს არქეოლოგი ambebi.ge-სთან ინტერვიუში.
წყარო: ambebi.ge
0
0