25/11/2024
18:07
პოლიტიკა
მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა. დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში, მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და პარლამენტი ჩვეულებრივად შეუდგება საქმიანობას, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა.
„ოპოზიციის წარმომადგენლებს უნდა ესმოდეთ, რომ პარლამენტი ლეგიტიმური არის თუ არა, ეს მათ ნებაზე კი არ არის დამოკიდებული და იმაზე, ისინი შემოვლენ თუ არ შემოვლენ პარლამენტში, ეს დამოკიდებულია მოსახლეობის ნებაზე. მოსახლეობამ თავისი ნება გამოხატა. დღეს მოსახლეობის ნების შესაბამისად, კონსტიტუციის ფარგლებში, მოხდა ახალი პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა და პარლამენტი ჩვეულებრივად შეუდგება საქმიანობას.
ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით გადავდგამთ წინ ნაბიჯებს და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან ურთიერთობის თვალსაზრისით ჩვენ გვექნება პროგრესი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
საკანონმდებლო ორგანომ 88 ხმით, პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. კენჭისყრამდე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გააცნო და პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაცია გადასცა.
0
0