26/11/2024
11:50
მსოფლიო
აშშ-ის ტენესის შტატში, მოცეკვავე ქალის მკვლელობის ფაქტზე 22 წლის მამაკაცი დააკავეს. მისი ცხედარი ცეცხლმოკიდებულ მანქანაში იპოვეს.
პოლიციამ სენსერ ჰეისი 22 წლის მერსედეს ვეგას სასტიკი მკვლელობის ჩადენიდან 18 თვეზე მეტი ხნის შემდეგ დააკავა.
მარიკოპას ოლქის შერიფის ოფისის ინფორმაციით, ინციდენტის დროს, ვეგა კლუბში მოცეკვავედ მუშაობდა. სენსერ ჰეისმა მოცეკვავე თავისი ბინიდან გაიტაცა. ვეგას ცხედარი ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სენსერ ჰეისმა ქალს სხეულზე ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, ასევე მკლავის არეში ცეცხლსროლი იარაღიდან ესროლა. შემდეგ, მამაკაცმა ვეგას ცხედარი მისსავე ავტომობილში დაწვა. ვეგას სხეული მათეთრებელ ნივთიერებაში იყო გაჟღენთილი. ქიმიური ნივთიერება მას ხორხშიც აღმოაჩნდა.
ვეგას ოჯახის მტკიცებით, ვეგასს ავტოფარეხში დაესხნენ თავს, რადგან ადგილზე სისხლის კვალი აღმოაჩინეს.
ამჟამად, სენსერ ჰეისი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.
0
0