03/10/2024
11:59
მსოფლიო
The Independent-ის ინფორმაციით, აშშ-ის როდ აილენდის შტატში, 27 წლის მამაკაცმა დედა დაახრჩო, შემდეგ კი თავად დარეკა 911-ში და პოლიციას მკვლელობის შესახებ შეატყობინა.
ბრაიან უილსონი დედის, ჰავაზო რობინსონის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. უილსონი ვაშინგტონის საოლქო სასამართლოში გამოცხადდა, სადაც მას ბრალი წაუყენეს მკვლელობასა და სხვა პირებთან კონტაქტის აკრძალვის შესახებ ბრძანების დაუმორჩილებლობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, უილსონმა 911-ში მკვლელობის ჩადენის აღიარების მიზნით დარეკა. მისი განცხადებით, მან დედა სიტყვიერი დაპირისპირების დროს დაახრჩო.
როგორც The Independent-ს უილსონის მეზობელმა განუცხადა, „ეჭვმიტანილის დედამ ჰავაზო რობინსონმა, ლიბერიაში, მამისგან მემკვიდრეობით მიღებული შენობა უფასო ქრისტიანულ სკოლად გადააკეთა გაჭირვებული ბავშვებისთვის. ის ხშირად სტუმრობდა აფრიკას და მეგობრული ადამიანი იყო.“
უილსონის საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადაეცა. შემდეგი სასამართლო სხდომა 9 ოქტომბერს ჩაინიშნა.
0
0