03/10/2024
11:57
მსოფლიო
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირის ლიდერებს გაერთიანების ეკონომიკური ზრდის მოდელის რეფორმირებისკენ მოუწოდებს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.
როგორც მაკრონი აღნიშნავს, თუ ეკონომიკური ზრდის მოდელის გადახედვა არ მოხდება, ევროკავშირი სამ-ოთხ წელიწადში აშშ-ს და ჩინეთს კონკურენციას ვეღარ გაუწევს.
ევროკავშირის მიდგომა ეკონომიკური ზრდისა და საერთაშორისო ვაჭრობისადმი, მაკრონის აზრით, დასახულ მიზნებს აღარ შეესაბამება. ევროკავშირი შესაძლოა საერთაშორისო ბაზრის არააქტუალური წევრი გახდეს.
„თუ ჩვენ ჩვენი ზრდის [ძველ] მოდელს გავაგრძელებთ, სამ-ოთხ წელიწადში არაკონკურენტუნარიანები გავხდებით“, - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
„მე მართალ ვთვლი ასე“, - დასძინა მან და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ადრე დიდწილად ჩინეთში საავტომობილო მრეწველობის ექსპორტზე, იაფ რუსულ გაზზე და აშშ-ის მხრიდან თავდაცვით ქოლგაზე იყო დამოკიდებული.
მაკრონმა ევროკავშირს „გამოღვიძებისკენ“და საკუთარი საქმიანობის გადატვირთვისკენ მოუწოდა.
0
0