23/10/2024
10:37
მსოფლიო
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის თანახმად, აშშ-ში, ,,მაკდონალდსის” ბურგერებით ადამიანები დაავადდნენ.
“ნაწლავის ჩხირი - კოლი-ბაქტერია, რომელსაც შეუძლია კუჭის სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს, ,,მაკდონალდსის” Quarter Pounder ტიპის სენდვიჩებში აღმოაჩინეს. ამ დროისთვის, 10 შტატში დაავადების 49 შემთხვევა გამოვლინდა. პაციენტები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი გარდაიცვალა. სწრაფი კვების რესტორანი გამომძიებლებთან თანამშრომლობს, რათა დადგინდეს, თუ რომელმა ინგრედიენტებმა გამოიწვია დაავადება. ,,მაკდონალდსმა” უკვე შეწყვიტა დაფქული ახალი ხახვისა და ძროხის ხორცისგან [რომლებიც დაბინძურების სავარაუდო წყაროდ ითვლება] დამზადებული ღვეზელების გაყიდვა რამდენიმე შტატში,“ - განაცხადა აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა.
აღნიშნული ინციდენტების შემდეგ, „მაკდონალდსის“ აქციების ფასი ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაახლოებით 9%-ით დაეცა.
გამომძიებლების თქმით, დაავადების პირველი შემთხვევა 27 სექტემბერს დაფიქსირდა. მსხვერპლთა ასაკი 13-დან 88 წლამდე იყო. საავადმყოფოში გადაყვანილი 10 ადამიანიდან ერთ-ერთ მათგანს განუვითარდა ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი, სერიოზული მდგომარეობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობა.
ასევე 2022 წელს, ალაბამას შტატში, 6 ბავშვი დაავადდა კოლი-ბაქტერიით ქათმის მაკნაგეტის ჭამის შემდეგ. მოგვიანებით, ჯანდაცვის წარმომადგენლებმა სწრაფი კვების რესტორანი მოინახულეს და რამდენიმე დარღვევა დაადგინეს, მათ შორის ხელების არასათანადოდ დაბანა და ხელთათმანების გარეშე მაკნაგეტის მომზადება.
0
0