04/10/2022
11:18
კონფლიქტები
ბელორუსის არაღიარებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ახლა უკიდურესად დაბნეულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ზეწოლის გამო, რომელიც ცდილობს, ბელორუსია უკრაინასთან ომში ჩაითრიოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
„სუბიექტს (ლუკაშენკოს) აქვს ძალიან დიდი პრობლემები შიდა პოლიტიკურ ბაზარზე. ის არ არის ისეთი ძლიერი ლეგიტიმურობის თვალსაზრისით, როგორც საკუთარ თავს მიიჩნევდა და როგორც ეს იყო 2020 წლის შემოდგომამდე. მეორე მხრივ, ის არის დაქვემდებარებული. უკიდურესი ზეწოლის ქვეშაა პუტინის მხრიდან. რუსეთს სურს, მიიღოს უფრო ინტენსიური მონაწილეობა ომში საკავშირო სახელმწიფოსგან, რაც ბელორუსისთვის სავსეა სახელმწიფოებრიობის პერსპექტივების მკვეთრი გაუქმებით... და ბელორუსებს ეს ესმით, მათ შორის ლუკაშენკოს“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
მან აღნიშნა, რომ უკრაინა აკონტროლებს სიტუაციას ბელორუსის საზღვარზე და მშვენივრად ესმის რუსეთის გეგმების.
0
0