13/12/2022
16:56
სპორტი
მას შემდეგ, რაც კატარი 2022-ის აფრიკის ზონის შესარჩევი ტურნირი დასრულდა, მაროკოს ეროვნულ ნაკრებს არავინ, აღარავინ თვლიდა ფავორიტად. არადა, ჩემში, უზარმაზარ ინტერესს იწვევს ეს ფენომენი, რასაც სრულიად უცნობი მაროკოს ნაკრები წარმოადგენს.
გუნდს ვერავინ ვერ გაუტანა გოლი. ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, ერთადერთი გოლი თავის თავს შეუგდო კონკაკაფის ზონის ტრიუმფატორ კანადის ნაკრებთან მოგებულ თამაშში. იმასაც შეგახსენებთ, რომ მატჩის შემდგომი პენლებიც არ გასულა მათ კარში.
14 დეკემბერს მაროკოელები საკმაოდ ძლიერ, საფრანგეთის ნაკრებს ეთამაშებიან, რომელსაც ამ ტურნირზე, საშუალოდ, 2,2 გოლი გააქვს თამაშში.
ძალიან საინტერესო დაპირისპირება გველის, სადაც გაუვალი დაცვა და ძლიერი თავდასხმა უპირისპირდებიან ერთმანეთს. მაგრამ ამისთვის, საჭიროა, მაროკოს ნაკრების 2 მცველის გამოჯანმრთელება, რომლებიც მეოთხედფინალურ თამაშში დაშავდნენ.
საფრანგეთის ნაკრები, თითქოს, გერმანიისა და ბრაზილიის ნაზავია, ტექნიკაც აქვთ და სათამაშო დისციპლინაც, შემსრულებლებიც... ნაკრებზე მორგებული მწვრთნელები, რომლებიც წარმატებას, ძირითადად, ეროვნულ ნაკრებში აღწევენ.
ისე გამოვიდა, რომ ხორვატებმა ამ ჩემპიონატზე ყველა კონტინენტის (ერთი არ მონაწილეობს, ჰოკეის გუნდიც არ ჰყავს, ხოლო ავსტრალია აზიის ფედერაციას წარმოადგენს, ოკეანიის წარმომადგენელი ახალი ზელანდია კი შესარჩევი ტურნირის საკონტინენტთაშორისო რაუნდზე დამარცხდა) გუნდთან ითამაშეს და ზედიზედ მეორედ, სამხრეთამერიკულ გრანდთან თამაში მოუწევთ. - ამჯერად არგენტინა.
ფინალური ტურნირის კენჭისყრის შემდეგ, ერთ-ერთ ყველაზე უინტერესო, ან ნაკლებადსაინტერესო და ადვილად პროგნიზირებად ჯგუფად, ალბათ, მეექვსე ჯგუფი ჩაითვალა, სადაც წინაჩემპიონატის ფინალისტ ხორვატიასა და მუდამ პერსპექტიულ და ძალიან ხშირად, მსოფლიო ფეხბურთის რეიტინგების ლიდერ ბელგიას, უპრობლემოდ უნდა გაეშვათ სახლში აფრიკისა და ჩრდილო ამერიკის სუსტი წარმომადგენლები.
არა და, ისე გამოვიდა, რომ ჯგუფში პირველი ადგილი მაროკომ დაიკავა. მსოფლიოს ჩემპიონატზე დარჩენილი 4 გუნდიდან 2, ამავე ჯგუფიდანაა.
წინა ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩში, ერთი ჯგუფიდან გასულ გუნდები შეხვდნენ - ინგლისი-ბელგია.
მოიგეს ბელგიელებმა- 2:0, და ასევე ჯგუფშიც 1:0.
ფინალში ერთი ჯგუფის წარმომადგენლები 60 წელია არ შეხვედრიან ერთმანეთს. უკანასკნელად ეს მოხდა 1962 წელს - ბრაზილია-ჩეხოსლოვაკია 3:1. ჯგუფში 0:0, ხოლო, პირველად 1954 წელს გერმანიამ და უნგრეთმა მოახერხეს 3:2 და ჯგუფში 3:8.
სოციალისტური ბანაკი, რომელსაც ჩეხოსლოვაკია და უნგრეთი წარმოადგენდნენ, აღარ არსებობს. ასე რომ, ფინალში ერთი ჯგუფის 2 წარმომადგენლის გასვლის შანსი, საკმაოდ მცირეა.
დაველოდოთ არგენტინა-ხორვატიისა და საფრანგეთ-მაროკოს დაპირისპირებებს. ამ მატჩებს ინტერესს ისიც მატებს,რომ ორივე წყვილი ერთმანეთს მეექვსედ ხვდება. პირველ წყვილში ორივე გუნდს თანაბარი რაოდენობების მოგებები აქვთ, ხოლო, მაროკოს 2 ყაიმი და 3 დამარცხება. ბოლო მატჩი ამ გუნდებს შორის, 15 წლის წინ, ყაიმით, 2:2 დასრულდა.
P.S. არგენტინა ხორვატიის ბოლო მატჩიც ვახსენოთ, 4 წლის წინ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე, ხორვატებმა მოიგეს, არც მეტი, არც ნაკლები, ანგარიშთ - 3:0
ჰოკეის გულშემატკივარი, გიორგი გოგოლაძე
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024