ლატვია არ გასცემს ვიზებს რუსებზე, რომლებიც სამხედრო მობილიზაციისთვის თავის არიდებას ცდილობენ - ედგარს რინკევიჩი
21/09/2022
14:30
მსოფლიო
A-
+A
ლატვიის მთავრობა ჰუმანიტარულ ვიზებს არ გასცემს რუსებზე, რომლებსაც სურთ ქვეყნის დატოვება გამოცხადებული მობილიზაციის თავიდან ასაცილებლად. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა ტვიტერზე დაწერა.
უსაფრთხოების მიზნით, ლატვია არ გასცემს ჰუმანიტარულ და სხვა სახის ვიზებს რუსეთის მოქალაქეებზე, რომლებიც თავს არიდებენ მობილიზაციას და არ შეცვლის 19 სექტემბრიდან შემოღებული შენგენის ვიზებით რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ქვეყანაში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა, რის გამოც მოქალაქეები აქტიურად ყიდულობენ სხვა ქვეყნის ბილეთებს, რათა თავი აარიდონ სამხედრო გაწვევას.
0
0
272
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%