13/12/2022
15:48
სპორტი
ცნობილმა შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მსოფლიო ფეხბურთის ქართველმა, 21 წლის ამომავალმა ვარსკვლავმა მისი გაოცება მოახერხა.
ვეტერანი შვედი ფორვარდი Gazzetta dello Sport-ს იტალიის სერია A-ში არსებულ მდგომარეობასა და “მილანსა” და “ნაპოლის” შორის არსებულ საჩემპიონო რბოლაზეც ესაუბრა.
“ცხადია, რომ ამჟამად ჩვენ მეორე ადგილზე [მილანი] ვართ. “ნაპოლი” ძლიერია, ხვიჩა კვარაცხელია არის ის ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ “იუვეც” ბრუნდება და “ინტერიც” თამაშშია. თუმცა, ჩვენ აქ ვართ. გარდა ამისა, წლევანდელი სეზონი განსაკუთრებულია ზამთრის შესვენებითა და მსოფლიო ჩემპიონატის დეკემბერში გამართვის გამო. ეს იქნება უფრო პირობითი და ნაკლებად ხარისხიანი ჩემპიონატი. სკუდეტოს მოგების ჩემი დიდი ხნის გამოცდილებიდან ვიცი, რომ მეორე ნახევარი ყოველთვის გადამწყვეტია სეზონში”, – თქვა 41 წლის თავდამსხმელმა.
ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლის” მაისურით 2022/23 წლების სეზონში ყველა ტურნირის ჯამში 17 შეხვედრა აქვს ჩატარებული, სადაც მის აქტივში 8 გოლი, 8 საგოლე პასი და 4 მოპოვებული პენალტია.
ნეაპოლელები სერია A-ში 15 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ, 13 გამარჯვებისა და 2 ფრის მეშვეობით, წაუგებლად, 41 ქულით ერთპიროვნულად ლიდერობენ, რაც შეეხება მოქმედ ჩემპიონებს, ისინი 33 ქულით მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024