კორონავირუსის პანდემია დასრულდა - ჯო ბაიდენი
19/09/2022
11:49
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის პანდემია დასრულდა. „პანდემია დასრულდა. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს კოვიდთან დაკავშირებული პრობლემა, ჩვენ ჯერ კიდევ ბევრს ვმუშაობთ მასზე, მაგრამ პანდემია დასრულდა. თუ ამჩნევთ, არავის უკეთია პირბადე. როგორც ჩანს, ყველა საკმაოდ კარგ ფორმაშია“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა CBS-თან ინტერვიუში.
Reuters-ი წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ეს განცხადება იმ ფონზე გააკეთა, როდესაც შეერთებული შტატები აგრძელებს კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევების გავრცელებასთან ბრძოლას და პანდემიას, ყოველდღიურად, ასობით ადამიანი ეწირება.
სააგენტოს ინფორმაციით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების თანახმად, აშშ-ში ყოველდღიურად კორონავირუსით, დაახლოებით 400 ადამიანი იღუპება.
0
0
287
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%