კოლორადოში ხანძრის შედეგად, ასობით სახლი დაიწვა
31/12/2021
14:54
მსოფლიო
A-
+A
აშშ-ში, დენვერის შემოგარენში, ქარით გამოწვეული ტყის ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 580 სახლი, სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი დაიწვა; ევაკუირებულია ათიათასობით ადამიანი.
დაშავდა, სულ მცირე 6, ადამიანი. თუმცა, წინასწარი პროგნოზით, დაშავებულთა რაოდენობა გაიზრდება, შესაძლოა იყოს მსხვერპლიც. აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის მონაცემებით, კოლორადოში, ქარის სიჩქარე საათში 110 მილს (177 კილომეტრს) აღწევდა, რის გამოც ინტენსიური ხანძარი რეგიონში სწრაფად გავრცელდა.
ევაკუაცია გამოცხადდა ქალაქებში - სუპერიორი და ლუისვილი, სადაც მოსახლეობა ჯამში 33 000 ადამიანს შეადგენს.
კოლორადოს შტატის მასშტაბით, 35 000-ზე მეტი სახლი და საწარმო ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.
აშშ-ის დასავლეთ ნაწილში, ბოლოდროინდელმა ისტორიულმა გვალვამ და სიცხემ ტყის ხანძრებთან ბრძოლა გაართულა.
0
0
439
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%