14/11/2024
19:25
პოლიტიკა
ერთადერთი რამ, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ პარტიის მიერ ორგანიზებულ პრესკონფერენციაზე „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, კითხვა შეეხებოდა რამდენად სავარაუდოა, რომ ევროპარლამენტმა ითამაშოს მედიატორის როლი ახალი არჩევნების მოთხოვნის პროცესში, როგორც ეს იყო 2020 წელს.
როგორც გვარამიამ აღნიშნა, რომ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ შეგნებულად მოჭრა სამართლებრივად ყველა გზა იმისათვის, რომ პარლამენტში არ შევიდნენ.
„ერთადერთი რამ, რაზეც „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი შეიძლება, ეს არის ახალი არჩევნები და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარება. „შედით იქ, იმუშავეთ, შეცვალეთ კანონი“, იქნება რაღაცაზე მოილაპარაკოთ - ეს ამბავი არის გამორიცხული!
ჩვენ შეგნებულად ყველა გზა მოვჭერით იმისათვის, რომ ვინმემ არც კი გაბედოს და გვითხრას, რომ შედით პარლამენტში. არა, იმიტომ რომ ეს სამართლებრივად შეუძლებელია. თუ ვინმე ამ კარებს ღიას ტოვებს იმიტომ, რომ ვაი თუ უთხრეს პარლამენტში შესვლა ან ზოგიერთს შეიძლება უნდოდეს რომ უთხრან, მერე უცებ შელაგდნენ, ჩვენ მათ რიცხვს არ მივეკუთვნებით. ჩვენ პარლამენტში არ შევდივართ!“,- განაცხადა გვარამიამ.
0
0