07/09/2022
20:17
მსოფლიო
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელი ჯოზეფ ბორელი „ფაშისტური რუსეთის შესახებ“ სიტყვების შემდეგ, სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ ადამიანების სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ პირად გვერდზე წერს.
„მე არ დავუბრუნდებოდი ევროკავშირის კომისრის ამ ამაზრზენ განცხადებას, მაგრამ იძულებული ვარ, სპეციალურად გავუსვა ხაზი, რომ ასეთი რამეების დავიწყება არავისთვის და არასდროს შეიძლება. ეს მაღალჩინოსანი სამუდამოდ უნდა შევიდეს იმ არსებათა სიაში, ვისაც ხელს არ ართმევენ", - წერს მედვედევი.
ცნობისთვის, ორშაბათს ბორელის ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომ ევროკომისრის ესპანურ ენაზე ნათქვამი ფრაზა ინგლისურად არასწორად ითარგმნა და შესაბამისად, მას „ფაშისტური რუსეთი“ არ უხსენებია.
0
0