01/10/2023
00:01
კულტურა
რუსთავის თეატრის მსახიობი ჯანრი ლოლაშვილი თბილისის საპატიო მოქალაქე გახდა.
დღეს ეს წოდება 26 ადამიანს მიენიჭა.
თეატრისა და კინოს მსახიობი, მხატვარი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, 80 წლის ჟანრი ლოლაშვილი - თბილისის მერმა კახა კალაძე თბილისის საპატიო მოქალაქის ჯილდო გადასცა.
ჟანრი ლოლაშვილი - დაიბადა 1942 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის მსახიობია.
ჟანრი ლოლაშვილს შექმნილი აქვს მრავალი დასამახსოვრებელი ეკრანული სახე. მან ითამაშა ფილმებში: “მწვანე მდელო”(რეჟისორი - ა. რეხვიავილი), “მოხეტიალე რაინდები” (რეჟისორი - თ. ფალავანდიშვილი), “ერთაწმინდა” (რეჟისორი - ზ. თუთბერიძე), “მოგზაურობა ქვეყნიერების დასასრულისკენ” (რეჟისორი - ა. მაიოროვი), “ნუცა” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი), “ჩემი ინგლისელი პაპა ანუ რობინზონიანა” (რეჟისორები - ნ. ჯორჯაძე და ი. კვირიკაძე), “რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხზე” (რეჟისორი - ლ. ღოღობერიძე), “ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი” (რეჟისორი - რ. ჩხეიძე), “მიახლოვება” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი), “გზა შინისაკენ” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი), “დარჩი ჩემთან” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე), “ბაგრატიონი” (რეჟისორები - გ. ჭოხონელიძე და გ. მგელაძე), “საფეხურები” (რეჟისორი - ა. რეხვიაშვილი), “ჭა” (რეჟისორი - ჩარკვიანი), “ცხელი ძაღლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე), “სამი სახლი” (რეჟისორი - ზ. ურუშაძე) და მრავალი სხვა.
მიღებული აქვს წოდებები და ჯილდოები:
1976 წ. - საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი,
1979 წ. - სსრკ სახელმწიფო პრემია,
1981 წ. - საქართველოს სსრ სახალხო არტისტი,
2000 წ. - პრიზი მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის (,,კაცია- ადამიანი?!”, რუსთავის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ,,ოქროს ნიღაბი”).
0
0