04/10/2024
11:34
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ამერიკულ კომპანია Abbott Laboratories'-ს „მაიმუნის ყვავილის“ სადიაგნოსტიკო ტესტირების მეთოდის გადაუდებელი გამოყენების ნებართვა მისცა, რათა გააძლიეროს ტესტირების შესაძლებლობები იმ ქვეყნებში, სადაც დაავადების გავრცელების რისკია.
„PCR ტესტით [Alinity m MPXV ანალიზით] შესაძლებელია რეალურ დროში ვირუსის დნმ-ის განსაზღვრა. ეს მეთოდი შემუშავებულია კლინიკური ლაბორატორიის შესაბამისად მომზადებული პერსონალისთვის,“ - განაცხადა ჯანმომ.
„გადაუდებელი გამოყენებისთვის დამტკიცებულია „მაიმუნის ყვავილის“ სამი ახალი სადიაგნოსტიკო ტესტი. ასევე სხვა მწარმოებლებთან განვიხილეთ საკითხები „მაიმუნის ყვავილის“ გამოვლენისთვის საჭირო სადიაგნოსტიკო ხელსაწყოების ხელმისაწვდომობის გასაფართოებლად,“ - განაცხადა Abbott Laboratories'-ის გენერალური დირექტორის თანაშემწემ იუკიკო ნაკატანმა.
0
0