ისრაელზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა „ჰუსიტებმა“ აიღეს
03/10/2024
10:43
მსოფლიო
A-
+A
ისრაელის ცენტრალურ ნაწილზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენელმა “ჰუსიტებმა” აიღეს.
მათი მტკიცებით, თელ-ავივში რამდენიმე დრონით „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სამიზნეს“ წარმატებით დაარტყეს.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისრაელის საჰაერო ძალებმა ზღვის თავზე, ცენტრალური ისრაელის სანაპიროზე დრონი ჩამოაგდეს. ცოტა ხნის შემდეგ, კიდევ ორი დრონი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი ჩამოაგდეს, მეორე კი ღია ტერიტორიაზე დაეშვა. დრონებით იერიშის გამო ქალაქ ბათ- იამში საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა.
თავდასხმას ზიანი ან მსხვერპლი არ მოჰყოლია. ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დრონების წარმოშობას ჯერ კიდევ იკვლევენ.
0
0
78
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%