03/10/2024
11:28
მსოფლიო
„ისრაელზე ირანის სარაკეტო თავდასხმა საშინელი შეცდომა იყო. ბოლო 50 წლის განმავლობაში, თელ-ავივს ყველაზე დიდი შესაძლებლობა აქვს, რომ ახლო აღმოსავლეთის „სახე“ შეცვალოს,“ - განაცხადა ისრაელის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნაფტალი ბენეტმა.
X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ ახლა უკვე ისრაელმა უნდა იმოქმედოს და გაანადგუროს ირანის ბირთვული პროგრამა და ენერგეტიკული ობიექტები.
„ირანის ხელმძღვანელობამ საშინელი შეცდომა დაუშვა. ჩვენ ახლა ზომები უნდა მივიღოთ, რათა გავანადგუროთ ირანის ბირთვული იარაღი, ცენტრალური ენერგეტიკული ობიექტები და ტერორისტული რეჟიმი.
„ტერორისტმა რვაფეხამ“ ჩვენს დასახოცად თავისი „საცეცები“ (ჰამასი, ჰეზბოლა, ჰუსიტები და ა. შ) გამოგზავნა, ხოლო აიათოლაები უსაფრთხოდ დასხდნენ თავიანთ სასახლეებში, თეირანში. „რვაფეხას საცეცები“ დროებით პარალიზებულია - ახლა მისი „თავის“ დრო დადგა. ეს საშინელი საფრთხე უნდა ავიცილოთ თავიდან ჩვენი შვილების მომავლისთვის. ჩვენ შეგვიძლია მივცეთ ირანელ ხალხს შესაძლებლობა, დაამხონ რეჟიმი, რომელიც ტირანულად ეპყრობა იქ მცხოვრებ ქალებსა და გოგონებს“, - წერს ბენეტი.
ამჟამად, ნაფტალი ბენეტი ახალ მემარჯვენე პარტიას ხელმძღვანელობს. ის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის ივნისამდე იკავებდა.
0
0