07/10/2024
16:15
მსოფლიო
ისრაელის გენოციდის, ოკუპაციისა და შეჭრის ხანგრძლივი პოლიტიკა უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, “ისრაელის მკვლელმა მთავრობამ ღაზასა და ლიბანში ათიათასობით ადამიანი დახოცა”.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს ამ გენოციდისთვის, რომელსაც ის ერთი წელია ახორციელებს და ახლაც გრძელდება“, - აცხადებს ერდოღანი.
ის ნეთანიაჰუს ადოლფ ჰიტლერს ადარებს და აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას.
„როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ნეთანიაჰუს და მისი მკვლელობის ქსელსაც ასევე შეაჩერებენ. თურქეთი გააგრძელებს ისრაელის მთავრობასთან დაპირისპირებას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს და მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაიკავოს ეს საპატიო პოზიცია“, - წერს ერდოღანი.
0
0