21/01/2025
11:00
მსოფლიო
სირიის დე-ფაქტო ლიდერმა აჰმედ ალ-შარამ დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად ინაუგურაცია მიულოცა და განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესებას.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ ის არის ლიდერი, რომელიც ახლო აღმოსავლეთში მშვიდობას დაამყარებს და რეგიონში სტაბილურობას აღადგენს“, - ნათქვამია ალ-შარას განცხადებაში.
შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა სირიას მკაცრი სანქციები დაუწესეს, როდესაც 2011 წელს მაშინდელმა პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა პროდემოკრატიული საპროტესტო აქციები ჩაახშო, რასაც სამოქალაქო ომი მოჰყვა. იანვრის დასაწყისში, ვაშინგტონმა, ჰუმანიტარული დახმარების გამარტივების მიზნით, სირიის მმართველ დაწესებულებებს ექვსი თვის განმავლობაში ტრანზაქციებზე დაწესებული სანქციები მოუხსნა.
0
0