31/10/2021
15:00
პოლიტიკა
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მყარი უმრავლესობა აქვთ თითქმის, ყველა მუნიციპალურ საკრებულოში.
„რამდენიმე საკრებულოში, სადაც ქართულ ოცნებას ერთპარტიული უმრავლესობა არ აქვს, უმრავლესობა საკრებულოს წევრებთან მოლაპარაკებების საფუძველზე ჩამოყალიბდება. ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია წარმატებით. ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმი, რომელსაც ჩვენი ოპონენტები ე.წ. 43 %-იან ბარიერს უკავშირებდნენ. როგორც მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების პირველ ტურში ხმების 47 % მიიღო. გარდა ამისა, ჩვენ მოვიგეთ ე.წ. რეფერენდუმის მეორე ტურიც, სადაც ამომრჩევლების 55% მივიღეთ. მთლიანობაში „ქართულმა ოცნებამ“ ეს არჩევნები ყველა ასპექტში მოიგო. ჩვენ პრაქტიკულად, გავიმეორეთ შარშანდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგი და ეს შევძელით ძალიან რთული პროცესების ფონზე, რაც გასული ერთი წლის განმავლობაში გამოვიარეთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0