06/09/2022
12:45
მსოფლიო
ჩრდილოეთ ინგლისში, ერთ-ერთი სახლის რემონტისას ოქროს მონეტები აღმოაჩინეს, რომლებიც მომავალ თვეში აუქციონზე შესაძლოა 250 000 ფუნტამდე (290 000 დოლარი) შეფასდეს.
„მე-18 საუკუნის ინგლისური ოქროს მონეტების აღმოჩენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი განძია, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა ბრიტანეთში,“ - იუწყება აუქციონის სახლი Spink & Son-ი.
2019 წლის ივლისში, ჩრდილოეთ იორკშირში მდებარე სახლის სამზარეულოს რემონტისას, მისმა მფლობელებმა მარილით მოჭიქული თიხის ჭურჭელი აღმოაჩინეს, რომელიც ბეტონის ქვეშ იყო ჩაფლული. თასი შეიცავდა 260-ზე მეტ ოქროს მონეტას, რომლებიც დათარიღებულია 1610-1727 წლებით. აუქციონერების თქმით, საგანძური არ წააგავს ბრიტანულ არქეოლოგიაში მიგნებულ რომელიმე მონეტას.
”ამგვარ უპრეცედენტო ადგილზე ეს მართლაც მოულოდნელი აღმოჩენაა. 260-ზე მეტი მონეტის მიგნება ასევე ერთ-ერთი უდიდესია ბრიტანეთის არქეოლოგიური მიღწევებისა და, რა თქმა უნდა, მე-18 საუკუნის პერიოდისთვის”, - თქვა გრეგორი ედმუნდმა, Spink & Son-ის აუქციონერმა.
"მონეტები ჯოზეფ ფერნლისა და მის მეუღლე სარა მაისტერს ეკუთვნოდა, რომლებიც 1694 წელს დაქორწინდნენ", - ნათქვამია პრესრელიზში.
Spink & Son-ის ინფორმაციით, მაისტერები გავლენიან ოჯახს წარმოადგენდნენ მე-16-მე-18 საუკუნეებში. ისინი ბალტიისპირეთის ქვეყნებთან რკინის მადნით, ხე-ტყითა და ნახშირით ვაჭრობდნენ. 1700-იანი წლების დასაწყისში, მაისტერების რამდენიმე თაობას კანონმდებლის პოსტები ეკავათ.
„ჯოზეფი და სარა აშკარად არ ენდობოდნენ ინგლისის ახლადჩამოყალიბებულ ბანკს, რადგან მათ „ბეტონის ყულაბა“ აირჩიეს ამდენი მონეტის შესანახად, რომლებიც ინგლისის სამოქალაქო ომამდელი და უფრო ძველიც კი არის“, - დასძინა გრეგორი ედმუნდმა.
0
0