იძულებით გადაადგილებულ უკრაინელთა რაოდენობამ შესაძლოა, შვიდ მილიონს გადააჭარბოს
28/02/2022
10:10
ომი უკრაინაში
A-
+A
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ იძულებით გადაადგილებულ უკრაინელთა რაოდენობამ შესაძლოა, შვიდ მილიონს გადააჭარბოს. ამის შესახებ ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარმა, იანეს ლენარჩიჩმა ბრიუსელში ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ამჟამად იძულებით გადაადგილებული უკრაინელების მოსალოდნელი რაოდენობა არის შვიდ მილიონზე მეტი, და ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში, თუ ეს აგრესიის ომი გაგრძელდება, ისინი აღმოჩნდებიან ჰუმანიტარული დახმარების სასწრაფო საჭიროების წინაშე. ჩვენ ვართ თვითმხილველები მოვლენის, რომელიც შესაძლოა, ევროპის კონტინენტზე მრავალი წლის უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი გახდეს. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, ჰუმანიტარული საჭიროებები იზრდება. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ომით დაზარალებული ხალხის დახმარება“, – განაცხადა ევროკომისარმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის შინაგან საქმეთა მინისტრები უკრაინელი ლტოლვილების მიღების გამარტივებულ წესზე მსჯელობენ.
0
0
338
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%