01/10/2024
10:59
მსოფლიო
იაპონიის პრემიერ-მინისტრის, ფუმიო კიშიდას მთავრობა გადადგა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 1-ელ ოქტომბერს იაპონიის პარლამენტი კენჭს უყრის მთავრობის ახალ მეთაურად მმართველი „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერის, შიგერუ იშიბას დანიშვნას.
შიგერუ იშიბამ გუშინ განაცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა.
„მნიშვნელოვანია, ახალმა მთავრობამ რაც შეიძლება მალე მოისმინოს ხალხის განაჩენი“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
იაპონიაში ვადამდელი არჩევნები დაგეგმილზე ერთი წლით ადრე, 27 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
იშიბა „ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარედ 27 სექტემბერს აირჩიეს. წარსულში მას რამდენიმე სამთავრობო თანამდებობა ეკავა, მათ შორის თავდაცვის მინისტრის 2007-2008 წლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის 2008 - 2009 წლებში და მოსახლეობის კლებასთან ბრძოლისა და ადგილობრივი ეკონომიკის აღორძინების მინისტრის 2014-2016 წლებში.
შეგახსენებთ, ფუმიო კიშიდამ იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. ის ქვეყნის მთავრობას სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
0
0