18/11/2024
12:32
მსოფლიო
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შვილმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა აღშფოთება გამოხატა შეერთებული შტატების სავარაუდო გადაწყვეტილების გამო, რომლითაც უკრაინას დასავლური შორი მანძილის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების უფლება ეძლევა.
„სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს, როგორც ჩანს, სურს, დარწმუნებული იყოს, რომ მესამე მსოფლიო ომი დაიწყება, ვიდრე მამაჩემს მშვიდობის დამყარებისა და სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობა მიეცემა. საჭიროა, გაიყინოს ეს ტრილიონობით დოლარი. იმბეცილებო“, – წერს დონალდ ტრამპ უმცროსი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მოხსნა შეზღუდვები, რომლებიც უკრაინას უკრძალავდა აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების განხორციელებას.
როგორც „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით წერს, უკრაინა შორ მანძილზე დარტყმების განხორციელებას პირველად მომდევნო დღეებში გეგმავს, თუმცა, უსაფრთხოების საკითხიდან გამომდინარე, დეტალებს არ ასაჯაროებენ.
0
0