18/11/2024
14:39
მსოფლიო
„დიდ ბრიტანეთში, უინძორის ციხე-სიმაგრეში ორი ნიღბიანი მამაკაცი შეიჭრა და ავტოფარეხიდან ორი ავტომობილი მოიპარა. მეფე ჩარლზი და მისი მეუღლე კამილა ინციდენტის დროს სასახლეში არ იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ, პრინცი უილიამი და მისი ოჯახი ადელაიდის კოტეჯში იმყოფებოდნენ, რომელიც უინძორების ადგილ-მამულის ნაწილია.
მამაკაცებმა მოპარული ავტომობილებით, ღამით, სასახლის უსაფრთხოების 2 მ სიმაღლის კარიბჭე გაარღვიეს,“ - იუწყება გაზეთი The Sun-ი.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, „შუაღამით, უინძორში, Crown Estate-ის ძარცვის ფაქტთან დაკავშირებით ოფიცრები გამოიძახეს.
დამნაშავეები ფერმის შენობაში შევიდნენ და Izuzu-ს მოდელის შავი პიკაპით და წითელი კვადროციკლით უინძორის/დაჩეტის ძველი უბნისკენ გაიქცნენ. ამ ეტაპზე, მძარცველები დაკავებულნი არ არიან. გამოძიება მიმდინარეობს."
ბუკინგემის სასახლემ კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
2021 წელს, უინძორის ციხე-სიმაგრის ტერიტორიაზე, პოლიციამ არბალეტით მამაკაცი დააკავა, რომელმაც განაცხადა, რომ მას დედოფალ ელისაბედის მოკვლა სურდა.
0
0