18/11/2024
12:41
მსოფლიო
როგორც რუსმა დეპუტატმა მარია ბუტინამ განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხეს შექმნის, თუ ის უკრაინას ნებას დართავს, რომ ამერიკული წარმოების იარაღი რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე გამოიყენოს.
”ეს ხალხი - ბაიდენის ადმინისტრაცია - სიტუაციის მაქსიმუმამდე ესკალაციას ცდილობს, სანამ ჯერ კიდევ აქვს ძალაუფლება და ჯერ კიდევ თანამდებობაზეა. დიდი იმედი მაქვს, რომ [დონალდ] ტრამპი არ განახორციელებს ამ გადაწყვეტილებას, რადგან ისინი [ბაიდენის ადმინისტრაცია] სერიოზულად ემუქრებიან მესამე მსოფლიო ომის დაწყებით, რაც არავის ინტერესებში არ შედის. ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში არსებობენ ადამიანები, რომლებსაც არაფერი აქვთ დასაკარგი რაიმე მიზეზის გამო, ან ისეთებიც, რომლებსაც ეს საკითხი უბრალოდ არ აინტერესებთ“, - განუცხადა ბუტინამ Reuters-ს. როგორც ცნობილია, მარია ბუტინამ უცხო ქვეყნის აგენტობაში ბრალდებით 15 თვე გაატარა აშშ-ის ციხეში, ამჟამად, კი რუსეთის მმართველი პარტიის „ერთიანი რუსეთის“ წევრია.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინას ნება დართოს ამერიკული წარმოების იარაღი რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებზე გამოიყენოს,“ - იუწყება Reuters-ი ორ ამერიკელ ჩინოვნიკზე დაყრდნობით.
The New York Times-ი ასევე წერს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიიღო. კრემლს ამ ცნობებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.
0
0