იაპონიის ერთ-ერთ აეროპორტში ბომბის აფეთქების გამო 90-მდე ფრენა გაუქმდა
02/10/2024
20:11
მსოფლიო
A-
+A
ტოკიოს რეგიონულ აეროპორტში, ასაფრენ ბილიკთან, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა. მედიის ცნობით, ბომბი აშშ-ის მიერ "კამიკაძე" თავდასხმების შესაჩერებლად იყო ჩამოგდებული.
მომხდარის შედეგად, მიაძაკის აეროპორტი დროებით დაიკეტა და დაახლოებით 90-მდე ფრენა გააუქმდა.
აფეთქებამ 23 ფუტის სიგანისა და 3 ფუტის სიღრმის ღრმული გააჩინა. აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა. როგორც კამერების ჩანაწერებში ჩანს, აფეთქებამდე რამდენიმე წუთით ადრე ბომბის ადგილას მიწა მოძრაობდა.
აღსანიშნავია, რომ აეროპორტის მიმდებარედ, მეორე მსოფლიო ომის დროს საზღვაო ბაზა მდებარეობდა.
0
0
99
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%