02/10/2024
20:17
კონფლიქტები
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტს რატიფიცირებისთვის გადაეგზავნა ე.წ. რუსეთ-აფხაზური შეთანხმება „რუსული იურიდიული პირების მიერ საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ“ აფხაზეთის ტერიტორიაზე. „პარლამენტი“, სავარაუდოდ, 7 ოქტომბერს სხდომაზე განიხილავს შეთანხმების რატიფიცირებას.
ცნობილია, რომ 1 სექტემბრიდან მოსკოვმა შეაჩერა აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება, კერძოდ, ამ დოკუმენტის დამტკიცების მოთხოვნით. კიდევ ერთი შეთანხმება „ეკონომიკურ საკითხებში სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ“ უკვე რატიფიცირებულია „აფხაზეთის პარლამენტის“ მიერ.
ოპოზიციური ძალების ნაწილი საინვესტიციო პროექტების შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას ეწინააღმდეგება. ხელისუფლების ოპონენტებმა განაცხადეს, რომ დოკუმენტი მისი ამჟამინდელი ვერსიით „არ შეესაბამება აფხაზეთის ინტერესებს“ და შეიცავს „სერიოზულ ეკონომიკურ რისკებს“.
„პირველ რიგში, ეს შეთანხმება გამიზნულია უცხოელი ოლიგარქებისთვის 25 წლამდე გადასახადებისგან გათავისუფლების მიზნით. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შეღავათები იწყება 2 მილიარდი რუბლის ან მეტი ინვესტიციისთვის. რისთვის გვჭირდება ისეთი საინვესტიციო პროექტები, რომლებსაც მეოთხედი საუკუნის განმავლობაში ბიუჯეტს ერთი გროშიც არ შემატებს?!“. - აღნიშნა სახალხო მოძრაობის ლიდერმა ადგურ არძინბამ სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე.
0
0