05/05/2022
12:43
მსოფლიო
იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს - ქვეყანას ენერგორესურსები შეზღუდული აქვს, ამიტომ მას გაუჭირდება დაუყოვნებლივ მიჰბაძოს ევროკავშირის მაგალითს. ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა, იუწყება Kyodo.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია კოორდინირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეზღუდონ ენერგორესურსების იმპორტი რუსეთიდან.
მინისტრმა დასძინა, რომ იაპონია მზადაა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები G7-ის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინადადების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს რუსული ნავთობი შეადგენდა იაპონიის ნავთობის მთლიანი იმპორტის 4%-ს, გაზი იაპონიის იმპორტის 9%-ს, ხოლო რუსული ნახშირი იმპორტის 11%-ს შეადგენდა.
შეგახსენებთ, ევროკომისიამ საბოლოოდ გადაწყვიტა გამოაცხადოს რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების მეექვსე პაკეტი.
0
0