04/10/2024
11:32
მსოფლიო
ჰაიტიზე, Gran Grif-ის ბანდის წევრების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი, მათ შორის, ბავშვები დაიღუპა. ასვეე დაშავდა 50 ადამიანი. კერძოდ, ინციდენტი პონტ-სონდეში, დედაქალაქ პორტ-ო-პრენსიდან ჩრდილო-დასავლეთით, 71 კმ-ში, მოხდა.
როგორც Associated Press-ი იუწყება, მთავარმა პროკურორმა თავდასხმას "ხოცვა-ჟლეტა" უწოდა.
„თავდასხმის შედეგად დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია - ადგილობრივი მედია იუწყება, რომ დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი, ხოლო ჰაიტის უფლებადამცველი ჯგუფი 20-ზე მეტს ასახელებს,“ - წერს Associated Press-ი.
შეიარაღებული დაჯგუფების წევრებმა ჰაიტის დიდი ნაწილი დაიკავეს და ისინი გაეროს მიერ მხარდაჭერილ საპოლიციო მისიასაც აკონტროლებენ, რომელსაც მანამდე კენიელი ოფიცრები ხელმძღვანელობდნენ.
როგორც ცნობილია, Gran Grif-ი ჰაიტიზე ერთ-ერთი ყველაზე მოძალადე დაჯგუფებაა. 2023 წლის იანვარში, მისი წევრები დაადანაშაულეს პორტ-სონდეს მახლობლად პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმაში, 6 ოფიცრის მკვლელობასა და საავადმყოფოს იძულებით დახურვაში, რომელიც 700 000-ზე მეტ ადამიანს ემსახურება.
გაეროს მოხსენების თანახმად, 100-წევრიანი დაჯგუფება ბრალდებულია მკვლელობების ჩადენაში, გაუპატიურებაში, ძარცვასა და გატაცებაში. მისი დამფუძნებელიც და ამჟამინდელი ლიდერიც აშშ-ის სანქციებს ექვემდებარება. ჰაიტის მთავრობამ საგანგებო მდგომარეობა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოაცხადა.
0
0