19/09/2022
13:32
მსოფლიო
საქართველოში რეგისტრირებულ 500 -ზე მეტ ღვინის მწარმოებელ კომპანიას, მცირე და საშუალო მეწარმეს ელექტრონულ ფოსტაზე მნიშვნელოვანი გზავნილი დახვდათ: თქვენ მიიღეთ წერილი IWSC-გან! ვირუსი ნამდვილად არ არის, გახსენით წერილი - ეს არის ოფიციალური მოწვევა ღვინის საერთაშორისო კონკურსისგან International Wine & Spirit Competition (IWSC), მიყევით ინსტრუქციას და გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე აქ.
კონკურსის რეგისტრაცია ოფიციალურად უკვე გახსნილია და რეგისტრაციის გასავლელად დრო ქართველ მეღვინეებს 4 კვირა - რეგისტრაციის დასრულების თარიღია 7 ოქტომბერი.
საქართველოში ღვინის საერთაშორისო კონკურსი International Wine & Spirit Competition (IWSC) პირველად ჩატარდება. გაზაფხულის მიწურულს, სამხრეთ აფრიკასა და კონელიანო-ვალდობიადენეში წარმატებულად ჩატარებული კონკურსების შემდეგ, IWSC-ი ჯილდოს მოსაპოვებლად ქართველ მწარმოებლებს იწვევს, რაც ქვეყნის ფარგლებში საერთაშორისოდ აღიარებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება უპრეცენდენტო შანსია ქართველი მწარმოებლებისთვის. და სწორედ, პირველად ისტორიაში, ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ეძლევათ საერთაშორისოდ აღიარებული ჯილდო საკუთრ ქვეყანაში მოიპოვონ.
კონკურსი 13 ოქტომბერს ჩატარდება. გამარჯვებულების ვინაობა კი, პარტნიორ ღონისძიებაზე, „გურჯაანის ღვინის ფესტივალზე“ 15 ოქტომბერს გახდება ცნობილი.
„ძალიან გვიხარია, რომ ვითანამშრომლებთ „გურჯაანის ღვინის ფესტივალთან“ ამ წელს და ვუმასპინძლებთ IWSC ქართული ღვინის კონკურსს საქართველოში. IWSC აჯილდოებს ღვინოს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ღვინის გლობალური კონკურსი. ოქტომბერში ჩამოვიყვანთ ღვინის საერთაშორისო მსაჯებს საქართველოში, რათა დააგემოვნონ თქვენი შესანიშნავი ღვინო. ნამდვილად, არ უნდა გამოტოვონ ქართველმა მწარმოებლებმა შესაძლებლობა იმისა, რომ ღვინო შეაფასოს ღვინის მაგისტრმა, სარა ებოტიმ, რომელიც უხელმძღვანელებს და წარმოადგენს IWSC-ის ღვინის ჟიურის, რომლის შემადგენლობაშიც არიან მეგან კლარკი, ღვინის ბაიერი კომპანიიდან „Ellis Wine Importers“, სალვატორ კასტანო სავაჭრო მრჩეველი და მთავარი სომელიე “Friarwood Wine Importers”-დან, მეგი მაკფერსონი ღვინის ჯგუფის ბაიერი „Jeroboams Wine Importers” იდან და სერდარ ბოლკაია მთავარი სომელიე „67 Pall Mall”-იდან. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მყიდველებს ახალი და საინტერესო ღვინის აღმოჩენაში. კონკურსის შედეგები ასევე გამოქვეყნდება ფესტივალზე და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა გამარჯვებული ღვინო შესაბამისი შეფუთვით წარმოადგინოთ უკვე ფესტივალზე. შედეგები განთავსდება IWSC საიტზე, ახალ ამბებსა და მედია საშუალებებში ორშაბათს, 17 ოქტომბრიდან, - განმარტავს IWSC Wine Judging in Georgia-ს ბრენდ ამბასადორი, მარიამ გუჯაბიძე.
ცნობისათვის, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი მწარმოებლებისთვის განსაკუთრებული პირობები მოქმედებს: კონკურსში მონაწილეობის თანხა 159 ფუნტის ნაცვლად, 99 ფუნტს შადგენს. ფასდაკლების მისაღებად, რეგისტრაციისას, აუცილებელია კონკრეტული კოდის GEORG99 დაფიქსირება. რეგისტრაციისა და კონკურსში მონაწილეობისთვის შესაბამისი თანხის გადახდის შემდეგ, მონაწილე ვალდებული რეგისტრირებული ღვინის ორი ნიმუში 1-8 ოქტომბრს ღვინის ეროვნულ სააგენტოს მიაწოდოს (მის: მარშალ გელოვანის გამზირი #6)
IWSC-ის შესახებ:
IWSC-ი მეტია, ვიდრე კონკურსი. ეს არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო საზოგადოება, რომელიც ორიენტირებულია ადამიანებსა და გამოცდილებაზე. ჩვენი მისიაა, მსოფლიოს საუკეთესო ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამორჩევა, პარტნიორების საჭიროებებისადმი ჩვენი პერსონალური მიდგომებით. ჩვენ ვთავაზობთ ყოვლისმომცველ ბიზნეს მხარდაჭერას ჩვენი მსოფლიო დონის ექსპერტებით შემდგარი ქსელის მეშვეობით, რათა გავაერთიანოთ საერთაშორისო საზოგადოება, გავცვალოთ გამოცდილება და დავეხმაროთ მათ ზრდაში.
ჩვენ არა მხოლოდ ვაჯილდოებთ საუკეთესოებს, არამედ ვეძებთ აღმოუჩენელ ტალანტებს და ვეხმარებით დიდ თუ მცირე პარტნიორებს, მიაღწიონ ამბიციურ მიზნებსა და გეგმებს.
კონკურსი დაარსდა 1969 წელს, ავსტრიელი ღვინის ქიმიკოსის, ანტონ მასელის მიერ. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს 50 წელზე მეტი გამოცდილება საუკეთესო ღვინოებისა და ალკოჰოლური სასმელების შეფასებასა და აღიარებაში. ჩვენი სტანდარტები, დეტალების მიმართ ყურადღება და მსოფლიო დონის გამოცდილება გამოგვარჩევს პარტნიორების, მწარმოებლების, დისტრიბუტორების, ინფლუენსერებისა და ექსპერტების თვალში.
Wine, spirits, knowledge, community. Since 1969.
0
0