26/07/2024
14:11
სპორტი
პარიზის ოლიმპიადაზე გვაქვს მოლოდინი ძალიან ბევრი ოქროს და ყველა სინჯის მედლის, ასევე მოლოდინი გვაქვს, რომ ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პედესტალზე და ქართული ჰიმნი რაც შეიძლება ხშირად შესრულდება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, საქართველოს ყველაზე დიდი შედეგი ჰქონდა ტოკიოს ოლიმპიადაზე, თუმცა ახლა არის მოლოდინი, რომ ოლიმპიელები პარიზის ოლიმპიადაზე უკეთეს შედეგებს დადებენ.
„დღემდე ჩვენ ყველაზე დიდი შედეგები ისტორიულად გვქონდა ოლიმპიადაზე ტოკიოში, მაგრამ ჩვენი მოლოდინი არის, რომ პარიზის ოლიმპიადაზე ჩვენი ოლიმპიელები კიდევ უკეთეს შედეგებს დადებენ, ვიდრე ეს იყო ტოკიოში. მოლოდინი გვაქვს ძალიან ბევრი ოქროს მედლის და ყველა სინჯის მედლის და მოლოდინი გვაქვს იმისა, რომ ქართული დროშა ძალიან ბევრჯერ იქნება პედესტალზე და ქართული ჰიმნი რაც შეიძლება ხშირად შესრულდება. ამისთვის მთავრობამ, სამინისტრომ, ფედერაციებმა, ოლიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა სპორტსმენმა ყველაფერი გავაკეთეთ. მინდა, ჩვენ სპორტსმენებს, რომელთანაც შეხვედრის პატივი მე გუშინ მქონდა, ვუსურვო ჯანმრთელობა, ფიზიკური, სულიერი მხნეობა, ეს უმნიშვნელოვანესია ამ მძიმე ძალისხმევის წინ და მერე ვუსურვო დიდი სიხარული ყველას და გამარჯვებები“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
0
0