10/02/2022
17:24
საზოგადოება
როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, დაგეგმილია ქალაქის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება და რეაბილიტაცია.
„გრძელდება ქალაქის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და განახლება. ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას მე-6 კვარტლის ტერიტორიაზე წყალარინების ქსელების აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების ხარისხი და ტემპი საკმაოდ მაღალია - სამუშაოების ფარგლებში, მიწისქვეშ სრულად გამოიცვლება მილები და ჭები, რეაბილიტირებულ პერიმეტრზე კი ასფალტის საფარი დაიგება.
მსგავსი პროექტები გაგრძელდება უწყვეტ რეჟიმში. დაგეგმილია ქალაქის წყალმომარაგების სისტემის სრული განახლება და რეაბილიტაცია სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად. ეს სამუშაოები მნიშვნელოვანია, იმისთვის, რომ თითოეული ჩვენი თანამოქალაქის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდეს,“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
ვაკის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობას აქტიურად განაგრძობს. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის წესის მიხედვით, წყალარინების ქსელის განახლების შემდეგ პროექტის ღირებულების 5 % ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
0
0