26/07/2022
16:38
სამხედრო
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით და ა(ა)იპ ‘’სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის’’ თანადგომით, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების 20 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანი, მიმდინარე წლის 25 ივლისიდან 4 აგვისტომდე, 10 დღიან საკურორტო-სარეაბილიტაციო კურსს, დაბა ურეკში გაივლიან.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და ა(ა)იპ ‘’სამხედრო ძალების ვეტერანების დასაქმებისა და ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრის ამ ერთობლივ პროექტს, 2018 წელს ჩაეყარა საფუძველი, ყოველ წელს ხორციელდება და მიმართულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების შშმ ვეტერანთა ჯანმრთელობის გაუმჯობესებისკენ.
0
0
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
25/11/2024