GIF-ფორმატის შემქმნელი სტივენ უილჰაიტი გარდაიცვალა
24/03/2022
11:40
მსოფლიო
A-
+A
გრაფიკული ციფრული გამოსახულებების (Graphics Interchange Format (GIF)) ფორმატის შემქმნელი სტივენ უილჰაიტი გარდაიცვალა. ამის შესახებ NBC News-ი უილჰაიტის ცოლის, კეიტლინის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, უილჰაიტი 74 წლისა გარდაიცვალა. კეიტლინის განმარტებით, გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსით გამოწვეული გართულებები გახდა.
სტივენ უილჰაიტმა GIF-ფორმატი 1987 წელს შეიმუშავა, როდესაც კომპანია CompuServe-ში მუშაობა. თავდაპირველად ფორმატის მიზანი ინტერნეტის დაბალი სიჩქარის პირობებში გამოსახულების უფრო სწრაფი გადაცემა იყო, თუმცა დროთა განმავლობაში GIF-ები სოციალურ ქსელებში ემოციების გაზიარების ძირითად მეთოდად იქცა.
2000-იანი წლების დასაწყისში უილჰაიტი პენსიაზე გავიდა. 2013 წელს ის პრემია Webby-თ დააჯილდოვეს, ინტერნეტის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.
0
0
374
სიახლეები
ყველა
ბათუმში შუა ხნის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
24/01/2025
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%