23/09/2022
12:01
მსოფლიო
გერმანია მზად არის გარკვეული პირობებით მიიღოს რუსეთის არმიიდან გაქცეული დეზერტირები, ასევე პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეები, რაც გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეიზერმა დაადასტურა.
"როგორც წესი, დეზერტირები, რომლებსაც სასტიკი რეპრესიები ემუქრებათ, გერმანიაში საერთაშორისო დაცვას იღებენ. ყველას, ვინც გაბედულად ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს და შესაბამისად, თავს დიდ საფრთხეში იგდებს, შეუძლია გერმანიას თავშესაფარის მისაღებად მიმართოს", - განაცხადა ფეიზერმა ერთ-ერთ გერმანულ გამოცემასთან.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთში 21 სექტემბრიდან დაიწყო ნაწილობრივი მობილიზაცია, რომელიც თავდაცვის მინისტრ შოიგუს თანახმად, 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 21 სექტემბერს რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართა მობილიზაციის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო გამოსვლები. პოლიციამ აქციების 1000-ზე მეტი პროტესტანტი დააკავა.
0
0