27/04/2022
17:20
მსოფლიო
შვედეთში მოქმედი SEB ბანკის სასაქონლო მარაგების ანალიტიკოსი, ბჯარნე შილდროპი, ამბობს, რომ პოლონეთი „საკმაოდ დიდი ხანია, ემზადება რუსეთზე ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად“.
„პოლონეთმა ააშენა თხევადი ბუნებრივი გაზის ტერმინალი, რომელიც ამჟამად ფუნქციონირებს და თხევად ბუნებრივ აირს შეერთებული შტატებიდან და კატარიდან იღებს, ასევე მალე გაიყვანს ბალტიის ზღვაზე მილსადენს, რომელიც ჩრდილოეთის ზღვიდან დანიის გავლით პოლონეთში გაივლის“, - განუცხადა (ოსლოდან) შილდროპმა „Al Jazeera“-ს.
”ასე რომ, პოლონეთი კარგად არის მომზადებული იმისთვის, რომ იყოს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებელი და სწორედ ამიტომ გაბედა და თქვა, რომ არ აპირებდა რუსული გაზის რუბლში ყიდვას. თუმცა ეს ევროპის სხვა ქვეყნებს რთულ მდგომარეობაში აყენებს... ზოგადად, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ - გადაიხადონ გაზის საფასური რუბლში… ან შეეგუონ ფაქტს, რომ არ მიიღებენ გაზს და შემდეგ რეცესიის - ზოგადად, ელექტროენერგიისა და, კონკრეტულად, ბუნებრივი აირის დეფიციტის წინაშე აღმოჩნდებიან,” - დასძინა შილდროპმა.
0
0