გაერო-ს მონაცემებით, უკრაინა 5,5 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა
30/04/2022
23:08
მსოფლიო
A-
+A
გაერო-ს მონაცემებით, უკრაინა 5,5 მილიონამდე ლტოლვილმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის ოფისი ავრცელებს.
ოფისის ინფორმაციით, 29 აპრილის მდგომარეობით უკრაინა 5 468 629 ადამიანმა დატოვა. ლტოლვილთა უმეტესობა – სამ მილიონზე მეტი ადამიანი პოლონეთში გადავიდა, შემდეგ მოდიან: რუმინეთი, რუსეთი, უნგრეთი, მოლდოვა, სლოვაკეთი და ბელარუსი.
ამასთან, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, დამატებით 7,7 მილიონი ადამიანი უკრაინის ტერიტორიაზე იქცა იძულებით გადაადგილებულ პირად. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ აღნიშნულ პირებს უკრაინა არ დაუტოვებიათ, თუმცა ომის გამო საკუთარი სახლების მიტოვება მოუწიათ.
0
0
394
სიახლეები
ყველა
ასევე გაძლევთ უნარი დაამატოთ ასე მარტივად ეწეროს ტექსტი და ასევე არ მაქვს
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
ზოგადი შეცდომის ტექსტი
მიდიხართ ოქტომბრის არჩევნებში ?
დიახ
25%
არა
75%