09/05/2022
16:30
მსოფლიო
„ერთ-ერთი რუსული სატელიტური ტელევიზიის მენიუს ელემენტები უკრაინაში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო მესიჯებს შეიცავს,“ - ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი მის მიერ მოპოვებულ ფოტომასალაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტოებზე ნაჩვენებია მოსკოვის სატელიტური ტელევიზიის მენიუ.
"თქვენს ხელებზე ათასობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქისა და ასობით დაღუპული ბავშვის სისხლია. ტელევიზია და ხელისუფლება იტყუება. „არა“ - ომს!" - წერია ერთ-ერთ ლოზუნგზე.
ორშაბათს, სამხედრო აღლუმის ჩატარებამდე, ლოზუნგები ასევე მოსკოვის წითელ მოედანზე გამოჩნდა. რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება, რომ ჰაკერული თავდასხმის შემდეგ სლოგანები საკაბელო ტელევიზიაშიც გაჟღერდა.
რუსულმა საინფორმაციო ვებ-გვერდმა ასევე ომის საწინააღმდეგო მასალა გამოაქვეყნა, რომელშიც პუტინი მწვავედ იყო გაკრიტიკებული. გაურკვეველია, თუ როგორ გაჩნდა ვებ-გვერდზე უარყოფითი ხასიათის სტატიები, რომლებიც სწრაფადვე მოიხსნა.
0
0