05/04/2022
19:28
მსოფლიო
ევროსაბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი პაკეტი წარადგინა. ამის შესახებ CNN წერს.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, სანქციები შეეხება რუსეთიდან ქვანახშირის იმპორტს ევროკავშირში, რაც წელიწადში 4 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. ეს რუსეთის შემოსავლებს დამატებით, მნიშვნელოვნად შეამცირებს.
რუსეთის 4 უმსხვილეს ბანკს აეკრძალა ყველანაირი ტრანზაქციის განხორციელება ევროკავშირში.
რუსული და რუსეთის მიერ მართულ გემებს აეკრძალებათ შესვლა ევროკავშირის პორტებში. აიკრძალება რუსეთისა და ბელარუსის სატრანსპორტო ოპერატორების მუშაობა. ასევე მანქანებს და სატრანსპორტო აღჭურვილობას, რისი ღირებულებაც 10 მილიარდი ევროა.
პაკეტი ასევე მოიცავს 5,5 მილიარდი ევროს ღირებულების ახალი იმპორტის აკრძალვებს.
აიკრძალება ევროკავშირის სახელმწიფო შესყიდვებში რუსული კომპანიების მონაწილეობა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთის საჯარო ორგანოებისთვის ნებისმიერი ფინანსური მხარდაჭერა.
0
0