24/09/2022
10:55
მსოფლიო
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ევროკავშირმა არ უნდა უგულებელყოს რუსეთის პრეზდენტის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენებაზე. ამასთან დაკავშირებით ბორელმა BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ეს არის სახიფათო მომენტი, რადგან რუსული არმია კუთხეშია მიმწყვდეული და პუტინის რეაქცია - ბირთვული იარაღის გამოყენების მუქარა - ძალიან ცუდია", - თქვა მან.
როგორც ბორელმა აღნიშნა, უნდა გამოიძებნოს დიპლომატიური გადაწყვეტის გზა, რომელიც "უკრაინის საუვერენტიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას შეინარჩუნებს".
"სხვა შემთხვევაში ჩვნ შეიძლება დავასრულოთ ომი, მაგრამ არ გვქონდეს მშვიდობა და ამის შემდეგ გვექნება კიდევ ერთი ომი", - თქვა მან.
შეგახსენებთ, რომ 21 სექტემბერს პუტინი დაიმუქრა და თქვა, რომ მის ქვეყანას აქვს ბირთვული იარაღი და საფრთხის შემთხვევაში, "ხალხის დასაცავად", ყველა საშუალებას გამოიყენებს.
0
0