05/04/2022
21:46
მსოფლიო
უსაფრთხოებისა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისრის ჯოზეფ ბორელის გადაწყვეტილებით, ბრიუსელში ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის 19 თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რისი მიზეზიც მათი საქმიანობაა, რომელიც დიპლომატიურ სტატუსს ეწინააღმდეგება.
„რუსეთის უკანონო და დამაზიანებელი ქმედებები, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და ცალკეული წევრი ქვეყნების ინტერესებისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ, მათ შორის, ვენის კონვენციის დარღვევა დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ, არ დარჩება გადამწყვეტი პასუხის გარეშე. დღეს მე პერსონა ნონ გრატად ვაცხადებ ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის თანამდებობის პირებს იმ საქმიანობისთვის, რომელიც ეწინააღმდეგება დიპლომატიურ სტატუსს“ , - განაცხადა ჯოზეფ ბორელიმ.
მისივე თქმით, ევროკავშირი აფართოებს სანქციებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც დაკავშირებული არიან რუსეთის აგრესიულ ომთან უკრაინაში.
ბორელის განცხადებით, საუბარია ათობით პოლიტიკოსზე, ბიზნესმენზე, პროპაგანდისტზე, ასევე, სამხედრო და სხვა სახის კომპანიებზე.
0
0