28/12/2021
10:24
პოლიტიკა
„დღეს შემოვიდნენ წასაყვანად, 6-ის ნახევარი იქნებოდა, შავ ფორმაში ჩაცმულები, შემატყობინეს, რომ გადავყავდი, მაგრამ არ მითხრეს სად. მოვითხოვე წნევის და პულსის გაზომვა. წნევა მქონდა 180. მეორე შემთხვევაში გაზომვაზე უკვე 200/110-ზე. ჩემი ნორმალური წნევაა 120/80-ზე. ეს იყო აბსოლუტური ჰიპერტონიული კრიზი, ჩემი აზრით. არასდროს ვყოფილვარ ასეთ მდგომარეობაში წნევისა და პულსის თვალსაზრისით. ამის შემდეგ სცადეს ძალით ჩემი გადაყვანა, გავუწიე წინააღმდეგობა, რის შემდეგაც გავითიშე და არ მახსოვს გარკვეული მონაკვეთი.
გონებაზე რომ მოვედი, ექიმი მადგა თავზე და მითხრა, რომ არსად აღარ გადავყავდით და ვრჩებოდი ჰოსპიტალში. ასევე, მითხრეს, რომ ჩემს ექიმებს შემოუშვებდნენ, მაგრამ ისინი არ შემოუშვეს. ეს იყო ყველაზე მწვავე კრიზი, რომელიც ოდესმე მქონია ცხოვრებაში. მთელი ამ ხნის განმავლობაში მიღებდნენ ვიდეოს, მათ შორის, სამედიცინო პრობლემების დროს ვიდეოზე დაფიქსირებულია ჩემი მძიმე მდგომარეობა“, - წერს მიხეილ სააკაშვილი წერილში.
0
0