01/02/2025
18:04
პოლიტიკა
ამას შეიძლება ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდებით, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია მზია ამაღლობელი, - განაცხადა გამოცემა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილმა.
მან აღნიშნა, რომ უცხოელ - როგორც ამერიკელ, ისე ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში მზია ამაღლობელის მაგალითი მნიშვნელოვანია.
„მზია ამაღლობელის მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც ძალიან ღრმად აფასებენ პიროვნებებს. ერთი არის, როცა ეუბნები, რომ მასობრივად ხალხი გამოდის და მასობრივი პროტესტი და რაღაც. ამ პროტესტს როცა უკვე სახე და სახელი აქვს, ეს იღებს სულ სხვა განზომილებას. ჩვენ ამას შეიძლება, ჯერ ბოლომდე ვერ ვხვდებით, მაგრამ ეს არის ძალიან ძლიერი იარაღი და ამ იარაღს ჰქვია მზია ამაღლობელი“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პატიმრობაში მყოფი მზია ამაღლობელი შიმშილობს. მის გათავისუფლებას ითხოვენ პროტესტის მონაწილეები.
„ბათუმელების“ დამფუძნებლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ამაღლობელი, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან, აქციაზე 11 იანვარს დააკავეს. პირველ ჯერზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემდეგ ის ხელწერილით გაათავისუფლეს, შემდეგ კი ამაღლობელმა სამართალდამცველს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა - ხელი გაარტყა, რის შემდეგაც ის ისევ დააკავეს.
0
0