14/12/2022
21:24
სპორტი
"ვაშინგტონ პოსტმა" პროფესორ ერიკა დენიზ ედვარდსის წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორმა არგენტინის ნაკრები იმის გამო გააკრიტიკა, რომ მის რიგებში მხოლოდ თეთრკანიანი ფეხბურთელები თამაშობენ.
მას არგენტინის მემარჯვენე პოლიტიკურმა კოლიცია La Libertad Avanza-მ სოციალურ ქსელში მოკლედ უპასუხა: "იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანა ვართ და არა დისნეის მულტფილმი".
ბუენოსაირესელმა ბლოგერმა DrossRotzank-მა, რომელსაც "იუთუბზე" 22.7 მილიონი ხელმომწერი ჰყავს, თავის "ტვიტერზე" კომენტარი გააკეთა:
"მინდა ავტორს ვაცნობო, რომ არგენტინამ მონობა აშშ-ზე 10 წლით ადრე გააუქმა. მისმინე, ედვარდს, სენეგალის ნაკრებში რატომ არ არიან თეთრკანიანები?
და როგორც ბევრმა აღნიშნა, ეს ფეხბურთის გუნდია და არა Netflix-ის ფილმი...
ამასთან ერთად, არგენტინაში გიწვევთ. თქვენ გაგაოცებთ, როგორ კარგად ეპყრობიან ერთმანეთს მუსლიმები და ებრაელები, რაც თქვენს ქვეყანაში არ შეინიშნება. ო, მართლა, კიდევ, ჩვენს სკოლებში სროლას ადგილი არ აქვს და საჭმელიც გაცილებით უკეთესია".
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024